KayaKata
Jungle with Fiction
Kata
[verse 1]
მერამდენე ღამეს მერამდენე დღეს
მერამდენე დილას ან და შუადღეს
მერამდენი რამე მერამდენედ ეს
ან რამდენად მინდა ეს რომ გათავდეს
მერამდენე ღამეს მერამდენე დღეს
მერამდენე დილას ან და შუადღეს
მერამდენი რამე მერამდენედ ეს
ან რამდენად მინდა ეს რომ გაგრძელდეს
თუ ჩაიდანი დუღს ჩაიდანი წუის
შაითანი დუმს, შაითანი ტყუის
განა კანაბისს რაღაც ცუდს მტენის
განა მანა ცის, ტარიფები დენის
მოვდივარ სულ სხვა მოვლენებიდან
გეთსამანიის ბაღებიდან, ედემის გეტოებიდან
დავიწყებული ომებიდან
დავიწყებული ომები და ფარსი
დაკიდებული თოკები და არსი
დამიწებული დრონები და მარსი
გარინდებული გონება აქასეა [Acacieae]
მე ველოდები ღამეს მთვარიანს
მილიგრამებს წონის ვისაც კარგი თვალი აქვს
ჩვენ ვაპროგრამებთ ღამეებს მზიანს აქ
ზოგს კატანააქ ზოგს კი უზი აქვს აქ