KayaKata
WeedooVoodoo
[lunacat]

დღეები loopია loopები უნდა დატეხო
შიგნით ზარდაღშა გაქ ცოდნის უნდა გატეხო
ცაზე ბრწყინავს მჭრელი სატელიტის ნატეხი
უკან რო ხიდები გაქ ან დაწვა ან ჩატეხო

დილით გატეხილს ღამე მოგაშუშებს
სტრანნად მიქსავს ხოდებს illyს ატანს სუშის
შუშებს ჩატეხილს ნაწვიმარ ქუჩებს
ბავშვები მოემზადნენ ჩასალეწად შუშის

სად ფეთქავს ცაა სად მაგისტრალები
ღრუბლებში ბოლის მთვარესავით დაგემალები
კლდეები სალები ტოპაზებით და ლალებით
კორპუსებმა ღამის გაახილა თვალები

ცაზე ზოლებს ჭიმავს თვითმფრინავების რკალები
რობოტის ხერხემალზე ვერცხლისფერი მალები
სად ფეთქავს ცაა და სად კრისტალები
კოცონზე თამაშობენ ბავშვებივით ალები

[dillacat]

ვცვლი მიმართულებებს ქარის
ჯოისტიკებით ატარის
ქუქი ვარ ფერადი ხსნარის
რომელი დაკეტავთ კარებს??