Quemmekh
Jango
ჟანგომ დაარღვია მთლიანობა ფაბრიკანტების
ოთახი მორთო მათი ფეხებით
დაშაშხულ ფეხებს სართულებად უნდა გაქცევა
ეს არის პოეზია
როცა ამერიკის ტრესტის "Wilson"
პაპიროსები მოწიეს ვირთხებმა
ჟანგო დაიბადა კვამლის წელიდან
აქედან გამოდის ჟანგო
აქედან გამოდის სანდრო
ჟანგო მაწონიდან მატარებელს აშენებს
ჟანგო ტერფებზე ახტება კომფორტს
მისთვის ექსპრესიონიზმი არის ველოსიპედი
ვის აინტერესებს ვირთხა სპიცებით
ჟანგომ გაიყვანა 12 ხაზი
სარტულებად ააშენა დბრჯგ საქანაო
ამბობს პოეზია ასულელებს ადამიანს

თქვენაც გადახტით
სინებს გადაღმა დაგრჩათ სული
ის უცდის შკოლას,შკოლას,შკოლას
ჟანგო დაეკიდა შუშაზე საზამთროდ
თავს გრძნობდა ჭიანურის მესამე სიმათ
უეცრად ამოძრავდა მოძრაობის წინააღმდეგ
და გაგორდა,როგორც მაკრატელი,შამპანური
პირველად ჟანგო ფიქრობს პოეტებზე
პოეტები მღერიან 8 საათზე მეტს
ჟანგო არ ლაპარაკობს რომ საჭიროა მათი უარყოფა
საჭირო არ არის თქვენზე ლაპარაკი
რამდენი სახლი ააშენეთ თქვენ
ან იქნებ თქვენ ხართ რამდენიმე სახლის კომბინაცია
ჟანგო ასე არღვევს საერთო წარმოდგენას
ბურთს რომ ფეხი გაკრათ ისიც მთლიანობაა
ჯანგო მოგიწოდებთ დაარღვიეთ მთლიანობა
ბურთი პოეზიას გულზე ჩამოკიდეთ
ფეხი გაკარით პოეზიას გული გაუსკდება
ჟანგო ნივთებიდან შეკრული გულია
ფეხები გულში უწყვია ქალწულებივით
ნივთებში არის სისხლი თევზების მატარებლის
ჟანგო გარწმუნებთ
ჩადევით ბოთლი მიწაში - მატარებელი იმგზავრებს
ჟანგომ გამოიგონა სხვანაირი კინო-ქანდაკება
ჟანგომ გამოარკვია ნივთები სახეზე
მოჭრილი ხელით უნდა მოიხოცონ ცხვირი
შეუშვირეთ სახეები წყალსადენს
ჟანგომ თქვენს სახეზე აღმოაჩინა სავარძელი
სავარძელში წვალებით ჩაჯდება ძროხა