Quemmekh
Mawoni Bozebs
მაწონი ბოზებს
ყვიროდა ქუჩაში
მიაგორებდა რძის მძიმე ლოდებს

მაწონი ბოზებს
არ იღლებოდა
თუმცა მემაწვნეს ვინ მოიგონებს

მაწონი ბოზებს
მესმოდა ეზოში
ცარიელს იღებს სავსეს გაწოდებს

მაწონი ბოზებს
მოკვდა მემაწვნე
სხვა რძით ვასველებთ ჩვენ ვერცხლის კოვზებს

მაწონი ბოზებს
რა გაგაჩერებს
მაინც ხო შეჭამ სხვის მონაგორებს

მაწონი ბოზებს
ნუ დამთავრდება
შენსასაც ავიღებ ის სხვაც მე მომცემს

მაწონი ბოზებს
ისაა რაცაა
აზრიც ხომ არ აქვს ვინ მომაწოდებს
მაწონი ბოზებს
ჭამე კაია
არ ელაპარაკო შვილო შენ ლოთებს

მაწონი ბოზებს
მემაწვნე სადაა
ძველს კვლავ ახალი რატომ არ მოსდევს



მაწონი ბოზებს
ჩემნაირს გავზრდი
ისიც იბოზებს