ქალაქი მახინჯ ჭაობში კვდება
ხალხი კი ვერასდროს ვერაფერს ხვდება
დოგმის სარკოფაგს „საფლავის“ თავზე
ყველა წარსულის დიდებად ხვდება
ქალაქი კვდება ! ქალაქი კვდება !
ქალაქი კვდება ! ქალაქი კვდება !
გვამთა ყურებით დაბზარულ კედლებს
კვლავ აგონიის ტყვიები ხვდება
წარსული მტვერის ამაყად სუნთქვით
ბავშვი ორ ფეხზე ვერასდროს დგება
მოვკვდით ჭაობში უღირსად რადგან
ჩვენი სინათლე ამაოდ ჩაქრა
მტვერი დიდებად, დიდება ნაცრად
სიცოცხლე სიკვდილად, არარად გაქრა
ქარის კივილში, ზუზუნში, ხრიალში
მიგვასვენებენ მოთქმის გრიგალში
ვხედავთ წვიმისგან ჩამომდნარ კლდეებს
გამხმარ ძველისძველ დაგრეხილ ხეებს
ტყუილის შვილები
მოკვდავი „გმირები“
სწორედ მათ ძირში მიგვატოვებენ
ხოჭო-მატლები ლუკმას ჰპოვებენ
გავქრებით მიწაში არარად თითოქს
არასდროს ვყოფილვართ არავინ გვიცნობს (ჩვენ)
ტყუილის შვილები
მოკვდავი „გმირები“
წარსულის ხატებად
საბჭოთა სირები
კარგად ისმინეთ
ხალხი გიბრძანებთ
გახრწნილი დიდების
მტვერი იწამეთ