Irakli Charkviani
Gadmovtsurav Zgvas (version 2) | გადმოვცურავ ზღვას (ვერსია 2)
მინდა ისევ შენთან ვიყო, ისევ შენი ღიმილი მკლავს
უშენობა არ მასვენებს, ვიცი უნდა ვუშველო თავს
ვეღარსად ვერ გაგექცევი, ომი შენთან ლაპარაკს გავს
ალბათ ისევ დავბრუნდები, წამოვყვები ქაღალდის ნავს

მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ

ყველაფერი შეიცვალა, სიყვარული სევდაში თვლემს
აღარავინ აღარ გელის, აღარავინ იხსენებს ძველს

მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ
შენთან მოვალ...

მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ

მე გადმოვცურავ ზღვას, ნუ დაუჯერებ სხვას, რომ მე არ მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ
მე შენთან მოვალ