DJ Shadow
Knight in the panther’s skin
ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი
კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი
ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი
ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი;
ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი
სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი
ტანაჯორიი