Mitsubishi Gang

[HIKARI]



ფერების დინება თავისით მიედინება
HIKARI იქ არის სადაც ფისოს ეძინება

სოკოებით ხელში, ტყეში გამოძიება

თაფლიანი დილა ღამით წამით გამოძინება

Musashi Miyamoto მარკებით დრონში

სიჩუმე კატანაა HIKARIსთვის ბოლში

ფისო ააჩქარე თათი დავიწვებით დროში

Suwari waza წამოდექი დგომში

ცრემლები ვერცხლის, როცა ციდან ცრის

შეაფარე თავი ფისო, თუ კი ქარი ქრის

მთვარე, ღამე, როგორ დამემალე

გამოდი შუქზე ჩამირიცხე ცოტა მალე



ეს მე ვარ რუხი მუქი შუქი დრამა

ჩავალაგე ბარგი თუკი დამიძახა ქარმა

ეს მე ვარ ლურჯი იების გამა

ლოცვები ჯიბეებში, ფითილზეა კარმა

ტროპიკული გეოტების ვიბრაცია გულს

ხშირად გაღიმებულს ზოგჯერ ცოტა დაკარგულს

ღამეა და დუმს ვარსკვლავებით მონათლულს

ცუნამის ნაპირებთან არ ვისველებ კუდს



[HIKARI/Lunacat]



ფისოები ჩამოწერენ yamakasi-ს სიას

დილაობით სახურავზე ვესალმებით ნიავს

ყვავილებში ტრიალს, გავუღიმებ იას

სახურავზე ვიჯდები და კარს გიტოვებ ღიას

ზანზიბარის სიზმრებს თან დაყვება დრონი

ჩათვალე ხიდზე ვართ ორნი, კატანა კატანა ომი



აქ ფეთქავს ცას დროს მთელი ჩემი ტომი

რკინა ბეტონების ლომი, Konami Sega და Sony



[Dilacat]



მზადყოფნა დილაა სიკვდილი საოცარია

სიცოცხლე უბრალოდ მორიგი დღის სიზმარია

ყველა ვინც მზადაა ყველა ვინც ჯადოქარია

არც კი ვიცნობ, მაგრამ ჩემი მეგობარია

More by KayaKata

All KayaKata songs →