Quemmekh
Ametvisto
ეთაყვანე ჩემ მიერ გაჩენილ გრძნობას შენში

შეიყვარე ჩემ მიერ გაჩენილი ღელვა
დაიტირე ჩემ მიერ გაჩენილი სევდა
დაიწვი ჩემ მიერ გაჩენილ ცეცხლში
ცეცხლში რომელიც ინთება შენში

ეთაყვანე ჩემ მიერ გაჩენილ გრძნობას შენში

აღიარე ჩემი სახით გაჩენილი მესია
ჩემი სახელის სადიდებლად ააგე ეკლესია
მომიძღვენი შენი შიშველი სხეული
ადიდე გრძნობა სევდა მორეული

ეთაყვანე ჩემ მიერ გაჩენილ გრძნობას შენში