Eurovision Song Contest
To My Mom
[ლექსი 1]
გაზაფხულივით ლამაზი ქუჩა
გაზაფხულივით ლამაზი გზა
მზიან სიყვარულს ბოლო არ უჩანს
მშვიდად მიღიმის ცა
გული ჩქარობს და ურითმოდ ფეთქავს
ვჩქარობ, ვჩქარობ რომ გავუწრო დროს
შენი ღიმილით ხომ
[გუნდი]
ღიმილით თოვს
ჩემს გულში სიყვარულს თოვს
მზე ჩუმად მიღიმის
და საოცრად ეფერება თოვლს
[ლექსი 2]
ცარიელ ქუჩას ლანდები უჩანს
ანცი ბავშვივით ერთობა მზე
შენი ღიმილით გამთბარა ქუჩა
მეგობარივით გამიგებს მე
მეგობარივით ჩამიკრავს გულში
გამიღიმებ და შემასხამს ფრთებს
ერთად გავივლით გზებს
[გუნდი]
ვარდისფრად თოვს
ჩემს გულში სიყვარულს თოვს
მზე ჩუმად იღიმის
და საოცრად ეფერება თოვლს
[ხიდი]
გზებს სიმღერით დაქარგულ გზებს
ვიმღერებ სიმღერას
მოვალ შენთან
ხელს ჩაგკიდებ
დე!
[აუტრო]
მარტო ჩემი ხარ დე